“ბიზნესებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის ლოგიკა მარტივია – ესაა კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ერთი კვირის ჭრილში გადაიხედება და იქნება ყველასთვის გამჭვირვალე”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„იმედი გვაქვს, რომ პირველ რიგში, რასაც გავხსნით ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დიდ ფენას ეხება.
ლოგიკა მარტივია, ესაა კოვიდინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ერთი კვირის ჭრილში გადაიხედება და იქნება ყველასთვის გამჭვირვალე“,- განაცხადა თურნავამ.“, – აღნიშნა თურნავამ.











