ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბრუნდება.
ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი საკურატორო სფეროები ტურიზმი, მთის კურორტები და ავიაცია იქნება.











