„ჯანმოს უსასრულო ლოქდაუნები არ სურს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ჯანმოს უსასრულო ლოქდაუნები არ სურს. გვინდა ვნახოთ როგორ იხსნება ქვეყნების ეკონომიკა, ვაჭრობა და საჰაერო მიმოსვლა. თუმცა, დღესდღეობით ქვეყანათა უმრავლესობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ ადამიანთა რიცხვი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება. არადა ამ ყველაფრის თავიდან არიდება შესაძლებელია. ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო საჭირო ზომები და კარგ შედეგსაც მიაღწია“,- განაცხადა გებრეიესუსმა.











