„კორონავირუსის პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„კორონავირუსის პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა. პანდემია საბოლოოდ რომ დამთავრდეს საჭიროა რომ ის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დასრულდეს.
რიგ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ საყურადღებოა. ისეთებშიც კი, რომლებიც თავიდან კოვიდს საკმაოდ კარგად მართავდნენ.
ვირუსის ახალი შტამები, მყიფე ჯანდაცვის სისტემები, საჭირო ზომების დაუცველობა, ჟანგბადის სიმცირე, დექსამეტაზონისა და ვაქცინების დეფიციტი არსებულ სიტუაციას უფრო აძლიერებს.
თუმცა, არსებობს გამოსავალიც. იმ ქვეყნებში, სადაც ახლა ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით საჭიროა სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება.
რაც შეეხება ქვეყნების იმ ნაწილს, სადაც შემთხვევებმა იკლო, იქ აუცილებელია რომ შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა არ მოხდეს“,- აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი.











