fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად გამოსწორდება – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

19:24 ივლისი 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
842
ნახვა

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად გამოსწორდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე თქმით, სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს.

„გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფქტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავდა. მსოფლიო მემკვიდროების ძეგლის საბურველის ნაწილის პრობლების გადაჭრის პროცესი ფინანსური კუთხითაც კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი და მასში სახელმწიფო სახსრები არ გაიხარჯება. მიმდინარე პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კვლავაც სარესტავრაციო პირობების განუხრელ დაცვაზე იქნება ორიენტირებული, რაც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის მონასტრის სათანადო დაცულობის გრძელვადიანი უზრუნველყოფის პრინციპითაა ნაკარნახევი.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოსთან ერთად საგრანტო პროგრამების ფარგლებში პროექტს აფინანსებდა აშშ-ს საელჩოს ფონდი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. მიმდინარე წლის მარტის თვეში გელათის გადახურვის ერთ ნაწილზე ხარვეზების გამოვლენისთანავე სააგენტომ პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გამოსწორების გზების დადგენის მიზნით არაერთი ქმედება განახორციელა, რომლს შედეგადაც მონაწილე მხარეების ჩართულობით განისაზღვრა სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის გადახურვაზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებელი ღონისძიებები და კედლის მხატვრობის დაცულობის უზრუნველსაყოფად საჭირო პრევენციული აქტივობები, რომელსაც „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ – როგორც შემსრულებელი უზრუნველყოფს.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული საკოსნერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნობრივი მონიტორინგის პროგრამა, რაც XXI საუკუნის გამოწვევების საპასუხოდ, სარესტავრაციო პრაქტიკაში ტრადიციული სამშენებლო ცოდნისა და თანამედროვე სარესტავრაციო მიდგომების ეფექტური შერწყმის უზრუნველყოფას გულისხმობს. სარეაბილიტაციო პროგრამების შემდგომ, ექსპლუატაციის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სააგენტო სათანადო ძალისხმევას მიმართავს იმ უმნიშვნელოვანესი ძეგლების საკონსერვაციო მდგომარეობის გამოსწორებისკენ, სადაც გადახურვის მოწყობის პრობლემები კედლის მხატვრობის დაზიანების საფრთხეებს ზრდის. მიზნობრივი მონიტორინგის ფარგლებში პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირებისთვის, სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცესებში წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუციებისა და ექსპერტების ჩართულობას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

თეგები: გელათი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას 23-30 ივნისს ადგილზე შეისწავლის

ივნისი 22, 2021
788
პოლიტიკა

უპასუხისმგებლობისა და კორუმპირებულობის გამო, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი, გელათი – ნუგზარ წიკლაური

მაისი 21, 2021
801
საზოგადოება

მოჩვენებაა, რომ გელათში ფრესკები „სკოჩითაა“ დაწებებული – თეა წულუკიანი

მაისი 20, 2021
1.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია