გავრცელებული ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს დღეიდან ახალი კომპანია, „ბაგინეთი +“ გადაიბარებს, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები პროცესის უწყვეტ მონიტორინგს განახორციელებენ.
გელათის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილში, სადაც თოვლის გამო დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა, სამუშაოები უკვე დასრულდა.
გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთის მკლავზე ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო.











