fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“გელათის ტაძრის ოთხივე მკლავი დროებით თუნუქის მყარი სახურავით დაიფარება” – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

13:44 დეკემბერი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
806
ნახვა

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე საჭიროების წინაშე მდგარი ყველა არქიტექტურული სეგმენტი წლის ბოლომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცევა – ამის შესახებ განცხადებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე გასტანს.

“თუნუქის მყარი სახურავით ამჯერად მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი დაიფარება, რომლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება. ზამთრის სეზონზე პრევენციული ღონისძიებების მორიგ ეტაპს ისევ შემსრულებელი მხარე – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და მისი კონტრაქტორი კომპანია „იკორთა 2007“ განახრორციელებს. სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, მთავარი ტაძრის მკლავების გადაუხურავი ფართობები არსებულ კრამიტზე თუნუქის მყარი ფენილის დაყდნობის მეთოდით დაიფარება. ღვთვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის სრული დაცვის მიზნით დროებითი გადახურვის მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, ინტერიერში წყლის ჩადინება არიდებული იქნება.

წინასწარი პროგნოზით, მთავარი ტაძრის მკლავებზე მოსაწყობი გადახურვების სამუშაოები მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე გასტანს.

ამავდროულად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დასრულდა დროებითი ღონისძიებების ფარგლებში მყარი გადახურვების მოწყობის 2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც გუმბათის ყელის ძირის ნიშნულზე, ეკვდერებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე პროექტით განსაზღვრული თუნუქის კონსტრუქციული ფენილების დაგებას ითვალისწინებდა.

პარალელურად, ახლო მომავალში გელათის სამონასტრო კომპლექსში სპეციალისტები ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად შესყიდული გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის წინასწარ განსაზღვრულ არეალებზე ინსტალაციის პროცესს დაიწყებენ. ტენიანობისა და ტემპერატურის მონიტორინგის სენსორების მეშვეობით, განისაზღვრება მაკროკლიმატის (ტაძრის გარეთ არსებული გარემოს) გავლენა მიკროკლიმატზე (ტაძრის შიდა სივრცეზე) და მათი შესაძლო გავლენა კედლის მხატვრობის მდომარეობაზე.

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა მის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება, რომლის ხარისხიც ლაბორატორიული კვლევითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული. კრამიტის ჩანაცვლების პროცესამდე, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრიტიკული არეალები სპეციალისტების მიერ ე.წ. შურფების გახსნის გზით სრულფასოვნად იქნება შესწავლილი, რითაც ინტერიერში წყლის ინფილტრაციის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თეგები: გელათისაქართველოს კულტურული ძეგლები

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას 23-30 ივნისს ადგილზე შეისწავლის

ივნისი 22, 2021
789
პოლიტიკა

უპასუხისმგებლობისა და კორუმპირებულობის გამო, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი, გელათი – ნუგზარ წიკლაური

მაისი 21, 2021
801
საზოგადოება

მოჩვენებაა, რომ გელათში ფრესკები „სკოჩითაა“ დაწებებული – თეა წულუკიანი

მაისი 20, 2021
1.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია