მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერის შესასწავლად თბილისის მერიის მიერ მოწვეული ერთ-ერთი უცხოელი გეოლოგ-ინჟინერის, პეტერ ნიუმანის შეფასებით, საკითხი კომპლექსურია და გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს.
“ჩემ კოლეგასთან ერთად გუშინ ადგილზე ვიყავით გასული 2 საათის განმავლობაში და ჩვენი შეხედულებით, საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომლის ერთი, კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს“, – ამბობს თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი გეოლოგ-ინჟინერი პეტერ ნიუმანი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრიუს ფერდობის პირველადი შესწავლის შემდეგ.
“სამუშაო გარემო არის არახელსაყრელი იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც ართულებს მუშაობის პროცესს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ მივიღოთ შესაბამისი ზომები”. – ამბობს გეოლოგ-ინჟინერი.
მისივე თქმით, თბილისის მერიის მიერ ამ დროისთვის გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები მართებულია, თუმცა დამატებით საჭიროა ისეთი ზომების მიღება, როგორიცაა გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და მონიტორინგი.
„უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უკვე მიღებულია, არის აბსოლუტურად სწორი, კერძოდ, გზის დაკეტვა და შეზღუდვის დაწესება არის მართებული. ეს არის საწყისი ეტაპი შესაძლო მასშტაბური მეწყერისა“, – აცხადებს პეტერ ნიუმენი.











