გერმანია ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ანგელა მერკელის განცხადებით, ვაქცინირებულ ადამიანებს სალონში, მაღაზიაში წასვლა უპრობლემოდ, კოვიდის ტესტზე უარყოფითი პასუხის ჩვენების გარეშე უნდა შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში კორონავირუსის 3,307,769 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 82,344 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











