გერმანიამ ლოქდაუნი 28 მარტამდე გაახანგძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
პარალელურად 8 მარტიდან ქვეყანაში ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდება. კერძოდ გაიხსნება ყვავილებისა და წიგნების მაღაზიები, ტატუ ბარები და სალონები.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსის 2,455,569 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 70,924 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2,264,600-ს შეადგენს.











