კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო გერმანიამ ნაწილობრივი ლოქდაუნი 18 აპრილამდე გაახანგძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ლოქდაუნის გახანგძლივება საჭიროა, რადგან თუ ასე არ მოხდება, საავადმყოფოები გადაიტვირთება და ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებს.
ქვეყანაში შეიზღუდა შეკრების ლიმიტი. დაიხურა მაღაზიები, მუზეუმები და გალერიები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსის 2,678,262 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 75,418 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2,433,800-ს შეადგენს.











