გერმანიაში საახალწლოდ ლოქდაუნი ამოქმედდება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქვეყანაში კოვიდინფიცირებისა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.
ოთხშაბათიდან გერმანიის მასშტაბით არააუცილებელი მაღაზიები და ამასთან ერთად სკოლები დაიხურება.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ წინასაახალწლო შოპინგმა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის 20,200 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 321 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
გერმანიაში ახალი ლოკდაუნის ზომები ძალაში 16 დეკემბრიდან, 10 იანვრის ჩათვლით იქნება.











