გერმანიაში, შესაძლოა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ლოქდაუნი კიდევ 8-10 კვირით გახანგძლივდეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გერმანიაში ამჟამად მოქმედი ლოქდაუნის ვადა 31 იანვარს იწურება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდით 1 942 951 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 42 231 ადამიანი.











