რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მონაცემებით, გერმანიის დაავადებათა კონტროლის სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიაში, Covid – 19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ, უკვე 50 642 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას CNN იუწყება.
ბოლო 24 სთ-ში, გერმანიამ კორონავირუსით გარდაცვლილთა 859 ახალი შემთხვევა აღრიცხა. ამას ინფიცირების 17 862 ახალი შემთხვევაც ემატება, რითიც პანდემიის დასაწყისიდან, ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 2 106 262 ადამიანს უტოლდება.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, გერმანიამ ქვეყნის იზოლაცია 14 თებერვლამდე განახანგძლივა და საზოგადოებრივ სივრცეებში, FFP2 ნიღბების ტარებაც სავალდებულო გახადა…
RKI-ის მონაცემებით, ამ დროისთვის, გერმანიაში ვაქცინაციით 1 401 693 ადამიანია აცრილი. ეს ქვეყნის მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს.











