„ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმადირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში შეზღუდვა მხოლოდ კომენდანტის საათი დარჩა მაშინ, როცა საქართველოსგან განსხვავებით ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყო.
„ჩემი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ყველა გზა აქეთ მიდის. პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მინიმალური ვადით. სავარაუდოდ ისიც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.











