fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ღარიბაშვილი: ბატონმა ხაზარაძემ, ანაკლიის პროექტისთვის, დახარჯა 3 მილიონი დოლარი, დღეს ის და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის 1.5 მლრდ. დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს 1.5 მლრდ; ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი

19:44 ივნისი 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
905
ნახვა

მე არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო ბატონი ხაზარაძის საუბარი და მისი გამოსვლა. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ როდესაც ბატონი ხაზარაძე საუბრობს ბატონ ივანიშვილზე, მე შედარებისთვის, ფაქტებით მინდა მივმართო მას და ძალიან სამწუხაროა, რომ იგი არ ესწრება დღეს დარბაზში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხაზარაძე, ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც იგი თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი და დღეს ის და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის 1.5 მლრდ. დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს 1.5 მლრდ.

„ჩვენ აქ, მთელი მთავრობა ვესწრებით, თითოეულის გამოსვლას დავესწარით, ყურადღებით მოგისმინეთ ყველას. ბატონმა ივანიშვილმა 3 მლრდ. დოლარი დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან. ბატონმა ხაზარაძემ მეგობრებო, შედარებისთვის – ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც იგი თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი. დღეს ბატონი ხაზარაძე და მისი ჯგუფი წასული არის სასამართლოში, უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის რამდენს? – 1.5 მლრდ. დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს 1.5 მლრდ. – აი ეს არის პასუხი თქვენს დემაგოგიაზე მეგობრებო და თქვენეული ხედვა, ბატონო მამუკა არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი, მეგობრებო. მაშინ, როდესაც მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, დაწყებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის ბატონი ივანიშვილის დროს, შემდეგ ჩემი პრემიერობის დროს, ყველა პრემიერის დროს ამ პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, მთავრობამ დახარჯა 60 მლნ. ლარი, მეორე 300 მლნ. ლარი ჰქონდა აღებული ვალდებულება, მიწები გამოისყიდა, შემდეგ 100 მლნ. დოლარი ჰქონდა ასევე ვალდებულების სახით აღებული და ოთხჯერ გადაუვადეს შესრულება, დღეს რომ ჩახვალთ ანაკლიაში, ნახავთ, რომ იქ არის ქვიშის გორები და ხალხი ვერ სუნთქავს ადგილზე იმიტომ, რომ დაიწყეს რაღაც სამუშაოები, რაც გითხარით, ჩემი ინფორმაციით, 3 მლნ. დოლარი არის დახარჯული, ბატონი ხაზარაძის და მისი ჯგუფის მიერ და რეალურად შესრულებულია არაფერი, ამბობენ, რომ დახარჯეს 80 მილიონი, დავუშვათ დახარჯეს 80 მილიონი, მაინც უჩივიან 1.5 მილიარდს, ამდენი ფარისევლობა და სიყალბე არის დამღუპველი მეგობრებო, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიმამუკა ხაზარაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
776
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია