fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ღარიბაშვილი: დავიწყეთ მასშტაბური ურბანული განახლების პროექტები, ძალიან საინტერესო, ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნება ყველა მუნიციპალიტეტში

15:31 აგვისტო 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
766
ნახვა

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ და საკმაოდ დიდი პროგრესი ჰქონდა ყველა მიმართულებას, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, თუ სხვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე, რომელიც 10 წლიანი განვითარების გეგმას გულისხმობს.

„ახლა, ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ეს არის 10 წლიანი განვითარების გეგმა, დეტალური, კონკრეტული და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. თითოეული რეგიონის მიხედვით და მუნიციპალიტეტის დონეზე. გვაქვს ზუსტად გაწერილი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის მიმართულებით რა პროგრესი უნდა განვახორციელოთ, ეს იქნება სკოლების რეაბილიტაცია, თუ ბაღების მშენებლობა, ყველაფერი ერთიანი სტანდარტით, ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით უნდა მოეწყოს.

ასევე ჩემი ინიციატივით, უკვე დავიწყეთ მასშტაბური ურბანული განახლების პროექტები, რომლის ფარგლებშიც ძალიან საინტერესო, ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნება ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა ქალაქში.

დედოფლისწყაროზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, იქნება ეს გზების რეაბილიტაცია, ზოგადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკოლების, ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, ასევე, ავაშენეთ ახალი მრავალპროფილური ჰოსპიტალი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გეგმები გვაქვს, უფრო მეტად ამბიციურები უნდა ვიყოთ და მეტი საქმე გავუკეთოთ ჩვენს ხალხს.

მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ 7 მლრდ. ლარის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ძალიან ბევრი პროგრამა მუშაობს ეფექტიანად და მოსახლეობამ უკვე გაითავისა, ყველაფერი გაიგეს, როგორ შეიძლება ამ პროგრამების გამოყენება. პროგრამა, როგორიც არის, მაგალითად შეღავათიანი აგროკრედიტი, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“. ამ პროგრამების გამოყენებით, ჩვენმა მოსახლეობამ, ძალიან ბევრმა ფერმერმა ისარგებლა და ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მაგალითისთვის, პროგრამით –  „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებული არის 1 000-მდე საწარმო. ძალიან ბევრმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით და მილიარდ ლარამდე არის ინვესტირებული. შედეგად, 20 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ჩვენ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს. ვგეგმავთ 1 300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას და შედეგად, 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია