პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა არ მიუთითებს, რომ იგი ნიკა მელიასთან დაკავშირებით რაიმე კომპრომისზე წასვლას აპირებს.
ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, ამას ვლაპარაკობთ ამდენს ხანს. ყველას დანაშაულია, რომ მეხუთე რაუნდი ჰაერში გამოეკიდა. ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები არ მიუთითებს, რომ ის რაიმე კომპრომისზე წასვლას აპირებს მელიასთან დაკავშირებით. იგი განაგრძობს იმ რიტორიკით ლაპარაკს, რაც ქვეყნისთვის კარგი არ არის“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრიან.











