ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის 17 ბავშვია. სამხედრო კონფლიქტის შედეგად ღაზას სექტორში 487 ადამიანია დაშავებული.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ათობით ტერორისტი და პალესტინელებს შორის მსხვერპლი ასევე გამოიწვია ღაზას სექტორიდან არასწორად ნასროლმა რაკეტებმა, რომლებმაც ისრაელის ტერიტორიას ვერ მიაღწიეს და გაშვებიდან მალევე ადგილზევე ჩამოვარდნენ.











