მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ცესკო-სთან, რათა არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა დაგეგმილი არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს. მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლებზე, მათ შორის დამკვირვებლების ჩამოსვლის პროტოკოლებზე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დაიგეგმება ისე, რომ მომავალმა არჩევნებმა რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩაიაროს“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.











