გამონაკლისი გაკეთდა ინდოეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე. ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია. ამასთან „ინდური შტამი“ სახიფათოდაა მიჩნეული, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ინდოეთზე მოქმედებს სხვა სახის რეჟიმი. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩამოსულია ინდოეთიდან ან აქვს მოგზაურობის ისტორია, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი უწევს“, – აღნიშნა ღიბრაძემ.











