ღონისძიება წარმატებით დასრულდა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე აცხადებს.
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა, რომელმაც 9 მძევალი აიყვანა.











