„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „გირჩის“ წევრების მხრიდან ოპოზიციის შეხვედრის ნაადრევად დატოვებას ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი საქციელი დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს.
გიგი უგულავას თქმით, „გირჩის“ წევრები „ღრმად არასერიოზული“ ხალხია.
„ოპოზიციის შეხვედრაზე მობრძანდნენ და ისაუბრეს. ვისაც სურვილი ჰქონდა, მოუსმინა. მე არ მომისმენია, რადგან ვფიქრობ, რომ მათი განცხადებების შემდეგ არ ვთვლი, რომ მათთან რაიმე გეგმების შესახებ საუბარი შეიძლება. ღრმად არასერიოზული ხალხია. რასაც დღეს მათთგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს. ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი. წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა დატოვეს.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიცია „მიშას თამაშს თამაშობს“.











