fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გია აბაშიძე: ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით ამომრჩევლისთვის არსებული პოლიტიკური ვითარება ნათელი ხდება

12:54 ივნისი 7, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

ბიძინა ივანიშვილის წერილს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება.

აბაშიძის თქმით, ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით ამომრჩევლისთვის არსებული პოლიტიკური ვითარება ნათელი ხდება.

„სავსებით მოსალოდნელი იყო და ლოგიკურია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება.

იმდენად შემაწუხებელი გახდა ის სპეკულაცია, რომ გიორგი გახარია და მისი ახალი პარტია „ქართული ოცნების“ ახალი ალტერნატივაა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს მოუწია განცხადების გაკეთება. ვფიქრობ, ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას გაეცა პასუხი. ყველაზე გარდამტეხ დროს, როცა მმართველ გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა პრემიერად გახარია, მან გუნდს უღალატა. ღალატი კი, ჩამოურეცხავია.

ბიძინა ივანიშვილის 7 ივნისის განცხადებაში ხაზგასმულია შემდეგი: თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი და პირადად ივანიშვილის იმედგაცრუება.

გახარიას პარტიას, რომელსაც არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად, არაა ივანიშვილის პროექტი;

გარკვეული რყევებისადმი „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად საკმაოდ რეზისტენტულია და მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას.
ცხადია, სააკაშვილის სექტის ფლანგზე ივანიშვილის ამ განცხადებასაც არ დაიჯერებენ და იტყვიან, რომ ის მაინც ფარულ პოლიტიკურ თამაშებს ეწევა. ნაცსექტანტების ამგვარი დამახინჯებული აღქმები სავსებით გასაგებია. ისინი სამყაროს აღიქვამენ მათი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურობისა და არათანმიმდევრულობის „ლინზით“.

ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით, ამომრჩევლებისათვის საკმაოდ ნათელი ხდება არსებული პოლიტიკური ვითარება. ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები კი სიურპრიზებით ნამდვილად არ იქნება“, – წერს ანალიტიკოსი.

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თეგები: გია აბაშიძეგიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
805
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია