რამდენად რეალურია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდეს,?- ჟურნალისტების ამ კითხვას გია ვოლსკი პასუხობს და აცხადებს, რომ ახლა ის პერიოდი არ არის, როდესაც ვინმე პოლიტიკიდან უნდა წავიდეს.
„მე მგონი არ არის და არ მგონია, ახლა ის პერიოდი იყოს, როდესაც პოლიტიკიდან ვინმე უნდა მიდიოდეს, მით უმეტეს გამორჩეული ლიდერი, რომელსაც აქვს კარგი ხედვა, სწორი დამოკიდებულება. საქართველოში მნიშვნელოვანი, სერიოზული პოზიციები გაძლიერდა იმ პერიოდში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს პოლიტიკურ გუნდს. ასე რომ, არ მგონია, დროული იყოს ამ თემაზე ლაპარაკი და ამ საკითხის განხილვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, ვოლსკის შეფასებით,ოპოზიციას დაფინანსება ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისთვის სჭირდება.
„დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციას ახალი არაფერი აქვს სათქმელი, ვინაიდან დაფინანსება და ძალები სჭირდებათ, რათა დესტაბილიზაცია მოახდინონ საქართველოში. რეალურად კი დაფინანსება პირდაპირ არის მიბმული იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საზოგადოებამ გამოუცხადა პარლამენტში სამუშაოდ. ამდენად, ერთმანეთთან შეუსაბამოა პარლამენტის მუშაობისადმი, ზოგადად პოლიტიკური მუშაობისადმი საბოტაჟი და მეორე მხრივ, დაფინანსება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.











