გიორგი გახარია ღირსეული პრემიერ მინისტრი იყო, რომელსაც საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდა.,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
“მინდა გითხრათ, რომ გიორგი გახარია პირველი ნომერი იყო და ღირსეული პრემიერი, რომელსაც საკმაოდ მყარი გუნდი ჰყავდა ჩამოყალიბებული, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით ამ კრიზისის მართვის პერიოდში იყო საკმაოდ ეფექტური.
რეალურად, ვინც გინდა იყოს, გინდა ბიძინა ივანიშვილი, გინდა გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი ან ნებისმიერი ლიდერი, რასაკვირველია, არის კიდევ საგანგებოდ მნიშვნელოვანი, რამდენად არის მხარდაჭერილი და რა ფუნდამენტი აქვს შექმნილი თავად გუნდში. ვერ იქნებოდა გიორგი გახარია ამდენად კარგი, რომ არ ჰქონდეს ის რესურსი მოზიდული, რასაც “ქართული ოცნების” გუნდი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, რომ არა ეს ძირითადი საკითხიდან გადახრა, პრაქტიკულად, ჩვენ არ გვქონია არანაირი აზრთა სხვადასხვაობა, არც ერთ საკითხზე,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.











