უამრავი არგუმენტი და ფაქტი შეგვიძლია, დავდოთ იმის თაობაზე, თუ რა უმძიმესი შეცდომები იყო ჩადენილი”, – ასე მიმართა გია ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობას” აგვისტოს ომზე საუბრისას.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს დოკუმენტს მოაწერეთ ხელი, სადაც წერია, რომ ომის დაწყება საქართველომ განაპირობა.
„დოკუმენტს მოაწერეთ ხელი, სადაც წერია, რომ ომის დაწყება საქართველომ განაპირობა. განცხადებები იყო 6 აგვისტოს, 7 აგვისტოსაც კი, რომ რუსეთი ამ პროცესებში არ მონაწილეობს და გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიმართეთ, ხალხი ჩატოვეთ, სამოქალაქო პირები მყავს მხედველობაში და ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გაციებული, როდესაც რაღაც გაუგებარს ვზეიმობდით, როგორ ჩამოვხსენით რუსეთს ნიღაბი”, – განაცხადა ვოლსკიმ.











