პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ კახა ოქრიაშვილს არჩევნებში გარკვეული შანსები აქვს, მაგრამ მას „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჯობებს.
„კახა ოქრიაშვილის, როგორც პიროვნების მიმართ, არანაირი პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, იმ გუნდს დაშორდა, რომელმაც საკმაოდ დიდი ენერგია და რესურსი დახარჯა იმისთვის, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსესუსისთვის მიეღწია და სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტიისთვის კიდევ ერთი საფუძველი შექმნილიყო. ამ ნაწილში მას გააჩნია რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. ლოგიკური იქნება, რომ ერთმანეთს ამ პოზიციებით დავცილდეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.











