„პომპეოს ჩამოსვლა განპირობებულია იმით, რომ რეგიონში არის ძალიან მძიმე ვითარება, რასაც პანდემია კიდევ უფრო აღრმავებს, ასევე, არასტაბილური სიტუაციაა ზოგადად, მსოფლიოში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკი განმარტავს, თუ მაიკ პომპეოთან არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შედგება საუბარი, ქართული მხარე გაიმეორებს ზუსტად იმას, რაც აშშ-მ თავისი ელჩის სახით უკვე განაცხადა.
„ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც მათ ხმა მისცა. არჩევნები ჩატარებული იყო ფუნდამენტური უფლებების დაცვით. სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიხილავთ საკითხს, რატომ ხდება, რა არის საბოტაჟის მიზეზი და აწყობს თუ არა აშშ-ს ასეთი მდგომარეობა, როდესაც საბოტაჟის ორგანიზატორები სააკაშვილის თამადობით საქართველოს მიაქანებენ სწორედ იმ მიმართულებით, რაც რუსეთს აწყობს. ჩატარდა არჩევნები და ალბათ, ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანებზე, ვინც მათ ხმა მისცა. რომ არჩევნები ჩატარებული იყო ფუნდამენტური უფლებების დაცვით და სტანდარტები იყო დაცული. საკითხის ამ კუთხით განხილვას, რა შვრებით ბიჭებო, რას აპირებთ, იქნებ, ვიდრე „ნაცმოძრაობა“ არ გაიმარჯვებს“ იქამდე ვატაროთ არჩევნები, არ ველოდები. ეს სერიოზული საუბარი იქნება და არა მარტო არჩევნებზე“,- განაცხადა ვოლსკიმ.
მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.











