გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით 2000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. რამდენიმე დღით ადრე კი სოციალურ ქსელში, დაწერა რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.











