გიგი უგულავა მაჟორიტარად კენჭს ზუგდიდში იყრის. ამის შესახებ მან მაჟორიტარების კანდიდატების დასახელების დროს განაცხადა.
„ზუგდიდი არის ადგილი, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და მომავალი. ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს მოქალაქეს. ამ ქალაქმა გამოიარა ყველაზე მძიმე დღეები დამოუკიდებლობის დღიდან. ზუგდიდში ჩანს ჩვენი მოკვეთილი ხელი. ყოველდღიურად ენგურს გადაღმა ვუყურებთ ოკუპაციის ცოდვას და სწორედ ამიტომ მივიღე მე ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
ნახეთ, დეტალურად: „ევროპული საქრათველოს“ მაჟორიტარი კანდიდატები რეგიონში.











