სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი არ გახდება. ამაზე საზოგადოებრივი კონსესუსი არ არსებობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
„ეს არის ის ორპოლუსიანი თამაში, რომელსაც 2013 წლიდან გვთავაზობს ივანიშვილი და ამ თამაშს იღებს სააკაშვილი. ეს აძლევს მას ტივტივის შესაძლებლობას, რომ იყოს მთავარი ოპოზიციონერი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.











