მოლაპარაკებებს ალტერნატივა არა აქვს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ კრისტიან დანიელსონის მომდევნო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ადრე თუ გვიან, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იქნება თუ სხვა ფორმატით, „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.











