„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ორ კვირაში ხელისუფლებას კონკრეტული შედეგის დადება მოუწევს.
„ეს რომ იძულებითი შეხვედრა იყო „ქართული ოცნებისთვის“, დღეს ჩვენ ვნახეთ. არანაირი კავშირი არ აქვს იმ ვალდებულებას, რაც მთავრობის სახელით გუშინ აიღო ღარიბაშვილმა, იმასთან, იქნება აქცია თუ არა.
თუ დაიწყება დიალოგი, ბუნებრივია ჩვენ კორექტივებს შევიტანთ ჩვენს სამოქმედო გეგმაში, მე დღეს შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პოლიცია ხელოვნურად აკავებდა აქტივისტებს. ნუ შევქმნით იმის ილუზიას, რომ ვინმე მოატყუოს ღარიბაშვილმა. ორ კვირაში მოუწევს ასოცირების სხდომაზე კონკრეტული რეზულტატის ჩვენება და ეს გუშინ ღიად ითქვა ბატონის მიშელის მხრიდან“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
დაასრულებს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს 6-პუნქტიანი დოკუმენტი – დიალოგის მაგიდა ლიდერების მოლოდინში











