,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ ტვ ,,პირველის” ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა.
„რვა წელია მეგობრულადაც, ადამიანურადაც განვიცდი, ვუყურებ, მაგრამ ვხედავ, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვერ წაიწია და ერთი სწორი დასკვნაც ვერ გააკეთა.
ბიბლიური წყევლასავითაა, ვერც ვერაფერი ისწავლეთ და ვერც ვერაფერი დაივიწყეთო, აი, ასეა ჩვენს მეგობრებზე ნათქვამი. სააკაშვილის გუშინდელი ინტერვიუ ეს იყო, მე მეტს ამ თემაზე არ ვიტყვი, ჰქონდეთ მათ თავიანთი ტაქტიკა”, – განაცხადა უგულავამ.











