ოპოზიციის ნაწილი გიგი უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად დაასახელებს. წარდგენა 21 აგვისტოს, 18:00 საათზე, ფოთში, საქაერონავიგაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
21:00 საათზე, კი ბათუმში, ახალ ბულვარში ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართება.
შეგახსენებთ, ფოთში მერობის კანდიდატად ოპოზიციიდან გიგი უგულავას კანდიდატურის დასახელების თაობაზე ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ გაავრცელა.










