„რემდესივირის“ მწარმოებელი კომპანია Gilead-ი ევროპის ქვეყნებს პრეპარატს შემოდგომისთვის მიაწვდის. პრეპარატის რა რაოდენობას მიიღებს თითოეული ქვეყანა კომპანია ეპიდვითარების მიხედვით გადაწყვეტს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გერმანიაში Gilead-ის მმართველი დირექტორი, ბეტინა ბაუერი ამბობს, კომპანია პრეპარატის წარმოებას დეკემბრამდე თვეში 190 000 დოზიდან 2 მილიონამდე გაზრდის, რაც კომპანიას, სავარაუდოდ, 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
შეგახსენებთ, რომ Gilead-ის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანიამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის, „რემდესივირის“ არსებული დოზების მარაგი აშშ-ს თითქმის სრულად მიჰყიდა.











