საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვება მიულოცა.
“გილოცავთ! ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა.”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.











