ბრალდებული გიორგი რურუა პარლამენტის მიერ ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცებას ეხმაურება და წერს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
„გილოცავთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს რურუა Facebook-ზე.
დღეს პარლამენტმა ახალი საარჩევნო სისტემა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, მომავალ არჩევნებში 120 დეპუტატი საარჩევნო სიით მოხვდება, 30 კი მაჟორიტარი იქნება. ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა, მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ რურუას გათავისუფლება იყო.












