დაავადებათა კონტრლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ მისი რეკომენდაცია ყველასთვის ყოველთვის ერთი და იგივეა.
„რეკომენდაცია არის ჩვენი ერთნაირი ყველა შემთხვევაში. ვიცით, რომ ალილოს მსვლელობა არ ჩატარდება, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ჩატარდეს საეკლესიო ღონისძიება.
მე ერთ რეკომენდაციას ვიძლევი და შემდეგ თავად არეგულირებენ ამას, ეკლესიაშიც ასე იქნება. ესეც არს საზოგადოებრივი გაერთიანება. დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება ყველასთვის საჭიროა, გინდა მორწმუნე იყოს და გინდა ურწმუნო“,- ამბობს პაატა იმნაძე.











