fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გინსბურგი – „კანონის ტიტანის“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

15:58 სექტემბერი 20, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
996
ნახვა

„ქალების ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება“

„კანონის ტიტანი“, ფემინისტი და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს უხუცესი მოსამართლე,  რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში რუთი პანკრიასის კიბოს ებრძვოდა.

ცნობისთვის, გინსბურგი აშშ-ს ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.  მან აღნიშნული პოზიცია 1993 წელს დაიკავა.

რუთ ბეიდერ გინსბურგი 1933 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და იურიდიული განათლება ჰარვარდში მიიღო, სადაც 500 კაცს შორის ერთადერთი ქალი იყო. სქესობრივი დისკრიმინაციის გამო დიდი ხნის განმავლობაში ნორმალურ სამსახურში ვერ საქმდებოდა. 1972 წელს მან ქალთა უფლებების დაცვისთვის ჩამოაყალიბა ორგანიზაცია Women’s Rights Project.

თავისი საქმიანობით, ის ლიბერალიზმისა და ფემინიზმის სახედ იქცა. ის იყო ქალი, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოდა.

მან ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გადაწყვეტაში დიდი როლი ითამაშა.

 

1996 წელი – აშშ VS ვირჯინია

1996 წელს ვირჯინიის სამხედრო სასწავლებელი იყო ერთადერთი სასწავლებელი ქვეყანაში, სადაც მხოლოდ კაცებს იღებდნენ. ვირჯინიის შტატი ამტკიცებდა, რომ ქალები ვერ ერგებიან მკაცრ სამხედრო სწავლებას. მოგვიანებით, ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ქალებისთვის განცალკევებულ საგანმანათლებლო პროგრამას შემქნიდნენ. თუმცა, გინსბურგი ამას არ დასჯერდა. ის მკაცრად უჭერდა მხარს გენდერულ თანასწორობას.

სწორედ გინსბურგის დახმარებით წლის ბოლოს ვითარება რადიკალურად შეიცვალა.  უზენაეს სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სასწავლებელში მხოლოდ კაცების მიღება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14, თანასწორობის მუხლს არღვევდა. მოსამართლეთა უმრავლესობა ამას დაეთანხმა და მიიჩნია, რომ გენდერული თანასწორობა კონსტიტუციური უფლებაა.

„არც მოქალაქე ჯარისკაცების სწავლების მიზანი, არც მეთოდოლოგია, თავისი არსით, არ გამორიცხავს ქალების მონაწილეობას. მიდგომები, თუ რა არის ქალისთვის შესაფერისი და რა – არა, აღარ ამართლებს ქალების შესაძლებლობების უარყოფას. ქალთა ნიჭი და შესაძლებლობები ამ აღწერილობას სცილდება“, – განაცხადა  გინსბურგმა.

2015 – ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ

ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ არის ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების უფლება  აშშ-ს 50 შტატში მიენიჭათ.

გინსბურგის პოზიცია გადამწყვეტი აღმოჩნდა – მისმა  ხმამ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის გაუქმებას შეუწყო ხელი.

„ჩვენ შევცვალეთ ქორწინების იდეა. დღეს ქორწინება არ არის ის, რაც  სამართლის და სამოქალაქო ტრადიციებში იყო“, – თქვა მან.

2016 – ორგანიზაცია Whole Woman’s Health VS ჰელერსედტი

Whole Woman’s Health-მა სასამართლოს მიმართა და ტეხასის შტატის რეგულაციები გააპროტესტა. რეგულაციების მიხედვით, ქალებს რთულად მიუწვდებოდათ ხელი აბორტზე.

გინსბურგი – „რაციონალური რწმენის მიღმაა, რომ კონგრესის კანონს შეუძლია, დაიცვას ქალების ჯანმრთელობა იმით, რომ მათ აბორტის პროცედურაზე წვდომა გაურთულოს.

როდესაც სახელმწიფო მკაცრად ზღუდავს უსაფრთხო და კანონიერ პროცედურებზე წვდომას, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ქალები მიმართავენ არალიცენზირებულ მოძალადე პრაქტიკოსებს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას“.

 ნინი ტაველიძე, PTN.GE

თეგები: გინსბურგი

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია