„ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ გიორგი ბარამიძე რადიკალ „მიშისტად“ იქცა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პოლიტიკური სახეების აფიშირებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთს ერთიანობის პირობებში დისკომფორტი არ შეუქმნან.
„გიორგი ბარამიძე იქცა „რადიკალ მიშისტად“ პოლიტიკურ ველზე და ამას ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება როგორც პირდაპირ ეთერებში, ასევე სიტყვით გამოსვლის დროს. ზოგადად, არ მომწონს მიხეილ სააკაშვილი, მისი პოლიტიკური წარსული. ვიღაცას შეიძლება „ლელოც“ არ მოსწონდეს, არ მოსწონდეს მისი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, ან ბათუმში ირაკლი კუპრაძე. მათ აქვთ ამის უფლება. მაგრამ, ჩვენ როცა ვთანხმდებით და საერთო მაგიდის გარშემო ვსხედვართ, ამ პრინციპების დაცვა არის მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთს დისკომფორტი არ შევუქმნათ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.











