ექსპრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა მან არ უპასუხა შეკითხვას, ვინ გასცა 20 ივნისის ღამეს დარბევის ბრძანება.
“ნებისმიერ დროს, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა. საქართველოში ფიზიკური ძალადობით პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლის მოწინააღმდეგე ვიყავი და ვიქნები. უაღრესად სამწუხაროა, როცა მსგავს შემთხვევებს ადამიანების დაზიანება მოჰყვება.რა თქმა უნდა მაკო გომური ეს არის ტრაგედია, გეთანხმებით ამაში, მაგრამ მე წარმომიდგენია რა მოხდებოდა მაშინ როცა ეს მოძალადე რაზმები შეჭრილიყვნენ პარლამენტში.
სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება დაცვა ასე შენდება სახელმწიფო და მე იძულებული ვიქნები ეს გავაკეთო. თქვენ თუ ფიქრობდით, რომ მე პოლიტიკური პოზიციონირება შევიცვალე 20 ივნისთან მიმართებით პოზიციას შევიცვლიდი ან ამას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენებდი ძალიან ცდებით”, – თქვა გახარიამ.











