საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.
„საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის ვისაც ის წარმოადგენს.
ყველა ჯილდოზე მეტი კი, საკუთარი სამშობლოსთვის გაკეთებული საქმეა. ამ საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას,“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.











