საქართველოს პრემიერ-მინისტრი Fitch-ის ახალ მონაცემებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, Fitch-ის განახლებული მონაცემები არის შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს საქართველოს მთავრობის სტრატეგიების სიმტკიცეს.
„@FitchRatings განახლებული მონაცემები – შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს. Fitch-მა დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.











