პრემიერ-მინისტრი პირველკურსელებს სტუდენტობას ულოცავს, მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, პრემიერი ურჩევს, გული არ გაიტეხონ.
„გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!
მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, – გული არ გაიტეხოთ, კიდევ უფრო მეტად მოემზადეთ და მომავალ წელს აუცილებლად მიაღწიეთ მიზანს.
გისურვებთ წარმატებებს, თქვენ საქართველოს საუკეთესო მომავალი ხართ“, – აღნიშნულია პრემიერის ტექსტში, რომელიც მის Facebook გვერდზე განთავსდა.
2020 წელს 29 614 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.











