“ის, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე” – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
“სანამ მე ამ გუნდური გადაწყვეტილების პროცესში შემეძლო მეთამაშა გუნდური როლი, ამას მე ვაკეთებდი. როგორც კი მე დავეჯახე კედელს და მივხვდი, რომ პოზიტიური როლის შესრულების საშუალება არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ მელიას დაკავება არაფერ შუაში არ არის. ის, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე”, – თქვა გახარიამ.











