გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს.
„გულწრფელად ვულოცავ ჰელგა შმიდს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივნად დანიშვნას“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
გახარია იმედს გამოთქვამს, რომ ჰელგა შმიდის ხელმძღვანელობის პირობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოსთვის აქტუალური მიმართულებებით დაწინაურების ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება“,- წერს პრემიერი.
My sincere congratulations to HelgaSchmid_EU on taking up the post of the Secretary General of the @OSCE. Confident that your leadership will unlock new opportunities for advancing on issues that are of crucial importance for the international community and for ?? as well.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) December 5, 2020











