fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა მინიმუმ 20 მილიარდ ლარს ჩადებს – გიორგი გახარია

14:58 ოქტომბერი 10, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
789
ნახვა

უნიკალური კუთხის, უნიკალური ფასეულობების, უნიკალური ენის და ხასიათის ადამიანები ხართ თქვენ. ჩვენ დღეს დიდი მიშა ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმში ვიყავით და იქ ყველაფერი ჩანს ნათლად. თვითონ ფაქტები გვეუბნება, სად ვიმყოფებით ახლა დღეს, მაგრამ აქედან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ ხართ და ეს კუთხეა საქართველოს უნიკალური მემკვიდრეობის მცველი. ეს არის ყველაზე დიდი ღვაწლი, რისთვისაც სრულიად საქართველო აფასებს და ყოველთვის დააფასებს სვანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ – მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მთა არის და უნდა გახდეს ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი.

მისივე თქმით, მთაში მიგრაციული პროცესები ნელ-ნელა შეჩერდა და ადამიანები უკან ბრუნდებიან.

„მთა არის და უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი. ამიტომ, მოხდა ის, რომ მთაში მიგრაციული პროცესები ნელ-ნელა შეჩერდა და ადამიანები უკვე მთაში ბრუნდებიან. ჩვენი მიზანია, ყველგან – მთაშიც, ბარშიც, თბილისში, მესტიაში, ბათუმში, რუსთავში, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობები, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებს ჰქონდეთ ერთი და იგივე შესაძლებლობები, როგორც საპენსიო მომსახურების, ასევე ჯანმრთელობის მიმართულებით. არ უნდა იყოს სხვაობა. ეს იქნება ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული საქართველო, სადაც სვანეთისმაგვარი კუთხეები მრავალფეროვნებას შეიტანენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის გამდიდრებისთვის და მე ვიცი, რომ ეს თქვენ ყველას შეგიძლიათ,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სვანეთის ინფრასტრუქტურაში ჩაიდო დაახლოებით 150 მლნ-ზე მეტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მისივე თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა ჩადებს 20 მილიარდ ლარს, მინიმუმ და ამ თანხის დიდი ნაწილი იქნება მიმართული მესტიისა და სვანეთისკენ და საერთოდ, მთის მიმართულებით.

„ბოლო წლების განმავლობაში სვანეთის ინფრასტრუქტურაში ჩაიდო დაახლოებით 150 მლნ-ზე მეტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა ჩადებს 20 მილიარდ ლარს, მინიმუმ და ამ თანხის დიდი ნაწილი იქნება მიმართული მესტიისა და სვანეთისკენ და საერთოდ, მთის მიმართულებით. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ რაც ახლა ვნახეთ ლაღამის უბანში, ისევე როგორც უშგულის თემში, ეს პროექტები გპირდებით, რომ დაიწყება 2021 წლის პირველი ნახევრიდან. ისევე როგორც, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგება მესტიის ასე თუ ისე წესრიგში იყო მოყვანილი, იქ სტიქიაც დაემატა, წყალი აღარ გვყოფნის, უახლოეს პერიოდში, 2021 წლიდან 24-საათიანი წყლის მომარაგების საკითხიც დაიწყება და დასრულდება, ისევე როგორც ლენტეხის დამაკავშირებელი გზაც აუცილებლად დაიწყება და დასრულდება, ისევე როგორც ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზა, რომელსაც აშკარად რეაბილიტირება სჭირდება 2021 წლიდან ამ გზის რეაბილიტაცია დაიწყება და ამისთვის დაახლოებით 20 მლნ ლარი დაიხარჯება“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: გიორგი გახარიაგოჩა ენუქიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
805
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია