fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი გახარია – ყოველდღიურად უნდა ვხედავდეთ როგორ ხდება ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული და ევროპული

14:58 აგვისტო 21, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
822
ნახვა

დღეს უნდა ვისაუბროთ მხოლოდ მომავალზე და კონკრეტულ საქმეებზე,  რაც გასაკეთებელი გვაქვს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი კარგი, მნიშვნელოვანი წამოწყება და საქმე იყო დაწყებული, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი და ეს ყველაფერი, ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, თეთრწყაროში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თეთრიწყარო მაგალითია იმისა,  თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ცალკეულ აღებულ მუნიციპალიტეტს განვითარებისთვის.

„ეს, გარდა იმისა, რომ ბარაქიანი მიწის მუნიციპალიტეტია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის მატარებელი კუთხეა, რომელსაც უზარმაზარი ტურისტული განვითარების პოტენციალი აქვს.  ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა, თითოეულ ადამიანს შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ მან შეძლოს თვითრეალიზება, ეფექტურად არჩინოს თავისი ოჯახი, მომავალი თაობა და ამით, ჯერ ოჯახი გააძლიეროს, შემდგომ რეგიონი და საბოლოო ჯამში ქვეყანა.

არ შემიძლია არ შევეხო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ გუშინ რაჭაში, ამბროლაურში დავაინიცირეთ და რომელსაც ჰქვია „სახელმწიფო შენი პარტნიორია“. სახელმწიფო მართლა თითოეული ქართველის პარტნიორია. რა დგას ამის უკან? მარტივი რამ. თბილისში, სხვადასხვა სამინისტროები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის სააგენტო, ბევრ კარგ ინიციატივებს სთავაზობენ ჩვენს მოქალაქეებს. სხვადასხვა დაფინანსებებია, კრედიტებია, სოფლის მეურნეობის დარგში ბევრი ინიციატივებია, რომლებიც ეხმარება გლეხს, რომ გახდეს ფერმერი, მოქალაქეს, რომ დაიწყოს საქმე  და ბიზნესში შევიდეს, ეს რისკები აიღოს თავის თავზე. ზოგს ტურიზმში, ზოგს კი წარმოება უნდა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ის, ვინც თბილისში არ ცხოვრობდა, უწევდა რეგიონიდან ჩამოსულიყო თბილისში, მისულიყო ერთ სამინისტროში, მერე მეორე სამინისტროში, გაეგო ინფორმაცია. დღეს ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და ჩვენ, ეს ყველაფერი მოვიტანეთ თქვენთან, საზოგადოებრივ ცენტრებში. არსად წასვლა არ გჭირდებათ. თეთრიწყაროს საზოგადოებრივ ცენტრში რომ მიდიხართ, იქ არის სრული ინფორმაცია, ყველაფერი, 20 პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო აფინანსებს, ეხმარება თითოეულ მოქალაქეს. ეს ყველაფერი ისეთ დონეზეა გაკეთებული,  საზოგადოებრივ ცენტრში რომ შეხვალთ, პირდაპირ შეგიძლიათ ადამიანს დაუჯდეთ, მოგიყვებათ ყველაფერს, გაგაცნობთ მთელ პროგრამას, მოგცემთ მთელ ინსტრუქციას, როგორ უნდა ჩაერთოთ ამ პროგრამაში და ეს ყველაფერი იქამდე მივიყვანეთ, რომ კონტრაქტურად შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ და აქ გახდეთ ამ პროგრამის მონაწილე. რა თქმა უნდა, ამას ბევრი რამ უნდა, ცოტა ბანკი, ცოტა ცოდნა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ერთ სივრცეში. ტრეინინგებია საჭირო? ეს ყველაფერი იქნება იქ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ადამიანები,  სახელმწიფო სერვისებს, რასაც იღებენ თბილისში, ზუსტად იგივე უნდა მიიღონ თეთრწყაროში, დმანისში, ამბროლაურში, ჩხოროწყუში.

„რატომ კეთდება ეს? ეს კეთდება მარტივი მიზეზის გამო. არ შეიძლება იყოს გეოგრაფიული განსხვავება. ადამიანები, იგივე სახელმწიფო სერვისებს, რასაც იღებენ თბილისში, ზუსტად იგივე უნდა მიიღონ თეთრწყაროში, დმანისში, ამბროლაურში, ჩხოროწყუში, სადაც გინდათ, იმიტომ, რომ არ უნდა გვქონდეს ჩვენ ეს სხვაობა ისევე, როგორც არ უნდა იყოს სხვაობა, მაგალითად განათლების სისტემაში. ბავშვი, რომელიც განათლებას იღებს თბილისში, ან თეთრწყაროში ერთი და იგივე დონის ბავშვი უნდა იყოს. ქართველი ბავშვები ნიჭიერი ბავშვები არიან, ჯერ კიდევ სახელმწიფო ვერ ახერხებს ერთი და იგივე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებში, ეს ძალიან ცუდია. სწორედ ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა. სინამდვილეში მთავარი ჩვენი ამოცანა რა არის? მთავარი ამოცანაა ის, რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი პარტნიორია, მტერი კი არ არის, ხელს კი არ უშლის, არამედ მისი პარტნიორია. სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს, რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც შეუძლია, აქვს ინიციატივა, არ ეშინია, შეუძლია რისკი აიღოს თავის თავზე, გადადგას პირველი ნაბიჯი და გახდეს მეწარმე იმას უნდა მივეხმაროთ.

იმას, ვინც გლეხია და უნდა გახდეს ფერმერი, იმასაც უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია, თუმცა, ასევე სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რასაც ქვია სისტემური ინფრასტრუქტურული მიმართულებები, როგორიცაა განათლების ინფრასტრუქტურა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები 21-ე საუკუნეში სხვა ქვეყნის შვილებთან ერთად იყვნენ კონკურენტუნარიანები. სისტემური ინფრასტრუქტურა ქვია იმასაც, რომ ჩვენი მოხუცებულები, პენსიონერები სოციალურად იმდენად დაცულები იყვნენ, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი არაფერი არ უნდა შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავლენ. ჩვენი გზები, წყალმომარაგება, გაზი, საბაზისო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს დიდი სხვაობა თბილისში ცხოვრობს, თეთრწყაროში თუ სადღაც სხვაგან.

რა თქმა უნდა, აქ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი არ გაკეთებულა, გზებიც ბევრი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. თეთრწყაროში, თბილისის გვერდზე გაზიფიცირების რამხელა პრობლემებია ყველამ კარგად იცით, მანგლისი აქვეა და გაზიფიცირება დაიწყო ამ ზაფხულს. სერიოზული პრობლემებია წყალმომარაგებაში, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა მილიარდები ჯდება. ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადში გაკეთდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თოთოეული ჩვენგანი უნდა გრძნობდეს სხვაობას, იმ ყოველდღიური ცხოვრების ხარისხში, რომლითაც ვცხოვრობთ დღეს. ჩვენი დღევანდელობა ცოტა უკეთესი უნდა იყოს ვიდრე იყო გუშინდელი დღე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება ვიდრე დღევანდელი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენ ყველანი, ყოველდღიურად უნდა ვხედავდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესს, როგორ ხდება ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი და კიდევ უფრო ევროპული. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და შესაბამისად ამაში უნდა მოგვეხმაროს გოგი მეშველიანი, რომელმაც უნდა გააგონოს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს თეთრიწყაროელების ხმა. წარმატებას გისურვებთ, გამარჯვებას გისურვებთ და რაც მთავარია გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში!“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეგები: გიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
805
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია